Friday, December 30, 2016

My Jesus: საშობაო ნოქტურნი



პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება 1-1)


არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს (იოანეს სახარება, 1-8)                                                           

შობა ალბათ ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია,რომელთანაც ძლიერი ემოცია მაკავშირებს. ვწერდი - ვშლიდი, ვწერდი - ვშლიდი... იმიტომ რომ ბევრი ვერ გამიგებს და თუ გამიგებს, ვერ აღიარებს. ერის ახალიწლისადმი აჟიტირებული დამოკიდებულება არაფერია იმასთან შედარებით თუ რა ისტერია დაეუფლება ერს წინასაშობაოდ. დიდი დღესასწაულია. მარხვა მთვრდება და აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეიძლება შეიჭამოს გოჭი. რომელსაც იესო არასდროს ჭამდა :) მერე სანთლები, ღირებულებადაკარგული, ყოფითი სიტყვებიშობას გილოცავ, მრავალს დაესწარი“. მრავალს ვერ დავესწრებით. ის შობა ერთი იყო. ერთადერთი. ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რის შემდეგაც სამყარო ორად გაიყო: სამყარო იესოს დაბადებამდე და მისი დაბადების შემდეგ. ქრისტემდე ერთი რეალობა იყო, მის შემდეგ - მეორე. ის ადამიანის ცნობიერის დემარკაციული ხაზია. იმდენი კაალენდარი, იმდენი ხერხი არსებობს თარიღების გამოსათვლელი, მაგრამ ის კალენდარი, რომელიც ქრისტეს შობაზეა დაფუძნებული ყველალზე ნიშანდობლივია. მის დაბადებასთან ერთად რაღაცა შეიცვალა ადამიანის არსში...


თუმცა, როდესაც ქრისტეზე ვსაუბრობ არანაირად არ ვგულისხმობ ქრისტიანობას, მით უმეტეს ქრისტიანობის დღევანდელ სახეს. ქრისტიანობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. არ ცდებოდა ნიცშე, როდესაც გენიალური სიტყვები თქვა: „სად არის ღმერთი? მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი მოკვდა! ღმერთი ვერ აღდგება! ჩვენ ის მოვკალით - თქვენ და მე! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!’’ იესოს მკვლელები ვართ ჩვენ... და რა პათოსით და სასტიკი ნაციონალიზმით ვამბობთმე ქრისტიანი ვარ“. მოკლული ღმერთის თაყვანისმცემლები... დღემდე ვერ ვიაზრებთ ქრისტეს არსს, იმას, რომ ქრისტეს ბუნაბა თვით ამბოხია, შეუძლებელია მისი ორგანიზება და სისტემაში მოყვანა. ამ სისტემით მას ვკლავთ. და რჩება უსულო გვამი. შეგიძლიათ თაყვანი სცეთ მას, მაგრამ ფერისცვალებას ვერ განიცდით. ვერასდროს. შეგიძლიათ ათრიოთ ეს გვამი საუკუნიდან საუკუნეში, მაგრამ ამით მხოლოდ დამძიმდებით და არა გათავისუფლდებით. თუ ქრისტეს გაგება გვსურს, ქრისტიანობის ფარგლებს უნდა გავცდეთ. ქრისტე ყველა ეკლესიის მიღმაა. ქრისტე თვითონ არის რელიგიის შინაარსი. ქრისტეში რეალიზირდება ყველა ადამიანის მისწრაფება. სიმართლე ვთქვათ, ის ადამიანი იყო, მაგრამ ასევე უიშვიათესი სინთეზი. ჩვეულებრივი ადამიანები, უმეტესად, ტანჯვაში და აგონიაში ვატარებთ ცხოვრებას. ამიტომაც, კრიშნას თუ შევხედავთ, ის სხვა პოლუსზეა, ექსტაზშია. შესაძლებელია გვიყვარდეს კრიშნა, მივყვეთ მას, გავერთიანდეთ ტრანსცენდენტალურ ცეკვაში, მაგრამ არ არსებობს ხიდი მას და ჩვეულებრივ ადამიანს შორის. ის ექსტაზშია, ჩვენ - ტანჯვაში, ბევრი ვერ პოულობს კავშირს. ბუდა გენიალურია, ის უფრო შორს მიდის. ის არც ტანჯვაშია, არც ექსტაზში. ის სიმშვიდეშია. მისი დანახვა შესაძლებელია, მაგრამ რთულია დაიჯერო, რომ ის არსებობს. ბუდა - ადამიანის ოცნებაა და მხოლოდ ერთეულები მიდიან მასთან. იესო კი ყველა მოლოდინის კულმინაციაა. ის ისევე იტანჯება, როგორც ჩვენ, მას ჯვარზე აწამებენ. მაგრამ ის ასევე ექსტაზშია, ისიც ტრანცენდენტალურია, და როდესაც უფრო და უფრო ახლოს მივდივართ მასთან, ვხედავთ რომ არსი მის ჯვარზე გაკვრაში და ტანჯვაში კი არაა, არამედ ამ ყველაფრის დაძლებაში, ამაზე ამაღლებაში. ისიც ცეკვავს. ამიტომაც ასე ადვილია ჩვენთვის ქრისტეს გაგება და, ამავე დროს, თანამედროვე ადამიანისთვის ასე რთული. 8იმიტომ რომ ეკლესია ყოველთვის ქრისტეს წინააღმდეგაა. ის ამბოხია და ამბოხის ორგანიზება ყოველთვის კრახით სრულდება. ქრისტესთან ერთად ადამიანთან მოდის ქაოსი, პირველადი ქაოსი, რომელიც მას ღმერთთან აკავშირებს.

ებრაელები იმდენი ხანი ელოდებოდნენ მესიას, რომ ქრისტეს არსებობა არ დაიჯერეს. ვერ მიიღეს და დღესაც კი ელოდებიან თავიანთ მესიას. მაგრამ მეორეჯერაც რომ მოვიდეს, დარწმუნებული ვარ, მაინც არ დაიჯერებენ. იმიტომ რომ ლოდინს არიან მიჩვეულები, იმიტომ რომ ლოდინი გახდა მათი არსი, თვითონ ჩაიკეტნენ ამ ლოდინის ციხეში და ვერ აღიქვამენ რა ხდება გისოსებს გარეთ. ამიტომაც იესო ვერ მიიღეს. და ჩვენც ამ გალიაში მყოფ ხალხს ვემსგავსებით. აღარ გვახსოვს რეალური იესო, აღარ გვესმის მისი სიტყვები, ამდენ ატრიბუტიკაში შეფუთვის და ამდენი ინტერპრეტაციის შემდეგ. ჩვენ ვახშობთ ამბოხს. ჩვენ ვებრძვით რეალურმე“-. ყოველი დღით, ყოველი წლით, ყოველი შობით ჩვენ უფრო და უფრო შორს მივდივართ ქრისტესგან. დღეს ან ხვალ რომ მოვიდეს, ალბათ ვერ ვიცნობთ. არ დავიჯერებთ. ისევ ჩავახშობთ შინაგან, პირველად ქაოსს. ისევ იესოს ბუნების, საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წავალთ.
ეკლესიებში დავდივართ, ვანთებთ სანთლებს და ვიცავთ მარხვებს. დღეში რამდენჯერმე ვიხსენებთ მის სახელს და საშობაო ღვეზლებს ველოდებით. ქრისტესგან სულ უფრო შორს მივდივართ, თუმცა არის ადამიანის არსში რაღაც ბირთვი, რომელიც მუდამ ნამდვილ ქრისტეს ატარებს. მაგრამმ ამას ვივიწყებთ, არაცნობიერის სიღრმეში ვმალავთ და გულზე ვატარებთ ჯვარს - მისი წამების და სიკვდილის სიმბოლოს, შემდეგ კი ნებით თუ უნებლიეთ ყოველდღე ისევ ვკლავთ მას

No comments:

Post a Comment