Sunday, October 1, 2017

"მარიონეტის სინდრომი" ან დიდი ტკივილის ოდა


მთელი სამყარო ახლა თოჯინების თეატრს გავს... ყველაფერი მასში თამაში, მანიპულაციაა... ადამიანი თოჯინაა რაღაც უფრო მაღალი ძალის, ღერთის, ეშმაკის, ბუნების, ბედის, საკუთარი გენეტიკის ხელში... ადამიანი ადამიანს ეთამაშება, მანიპულირებს სხვა ადამიანებით და საკუთარი თავით. ცდილობს საკუთარი თავის გაკონტროლირებას, შეცვლას, მოტყუებას. ადამიანი თოჯინას ქმნის და ამ თოჯინას ეთამაშება, როგორც შემქმნელი ადამიანს, თამაშისას კი ცხოვრება გადის, საკუთარიც და სხვისიც... თოჯინა არც ცოცხალია, არც მკვდარი; ის თოჯინაა, მაგრამ არა უბრალოდ რაღაც საგანი, ის ადამიანის ხატად და სახედაა შექმნილი, ის ადაამიანს აძლევს საშუალებას საკუთარი ძალაუფლება იგრძნოს. თოჯინა სხვა სამყაროდანაა, შეიძლება ის შეიყვარო ან მისი გეშინოდეს...

რა არის ეს წიგნი? ზღაპარი, ისტორია, დრამა, გოთიკა, საგა, მისტიკა? თუ სიყვარულისა და ავადმყოფური ვნების, იმედგაცრუების და მარადიული იმედის, ნამდვილი მხატვრის, შემქმნეის, მანიპულატორის ისტორია? ან ყველაფერი ერთად... ეს წიგნი ბედზეა. და ბევრ სხვა რაღაცაზე. წიგნი-კალეიდოსკოპი, მოზაიკა, ნახატი; წიგნი - ამოცანა და წიგნი რუბიკის კუბი. ძალიან დიდი ხანი მიჭირდა ამ რომანზე წერა, რადგან ეს ეიგნი - ტკივილია...

ამ წიგნში ჩემთვის ორი ისეთი ნაცნობი და ახლო ქალაქია - პრაღა და ლვოვი და შორეული, საოცნებო იერუსალიმი... პრაღა და ლვოვი, სადაც ყველა ქუჩა, ყველა სადარბაზო, ყველა ხე ნაცნობია, სადაც სურნელით არჩევ უბნებს, სადაც შენობებს და ადგილბს თავისი სული აქვთ... და ავტორის შესანიშნავი ენის წყალობით წიგნშივე ეს ყველაფერი ცოცხლდება, გრძნობ სუნს, გესმის მუსიკა, შეგიძლია შეეხო ძველ აგურებს, თოჯინებს და...გტკივა. გტკივა ისე, თითქოს იქ ხარ, შენ ხარ.

თუმცა, რომანში ტრაგიზმსაც ნახავთ და კომიზმსაც, ხელოვან ხალხს და მიუსაფარ სულებს, სიუჟეტის რადიკალურ ცვლილებას, რომელიც მხილოდ რეალურ ცხოვრებაში ხდება და რომელიც რომანის გმირებს, ხშირად უცნაურ და ცოტათი გიჟებს, ასეთ ახლოს ხდის. იმიტომ რომ მისტიკის, მაგიის და პოსტმოდერნიზმის დიდი რაოდენობის მიუხედავად ეს რომანი ერთ-ერთი ყველაზე რეალისტურია, რაც წამიკითხავს. რა თქმა უნდა ეს წიგნი სიყვარულზე და ტრაგედიაზეა... ყველას ცხოვრებაში საკუთარი ტრაგედია გვაქვს... და აქ ბავშვი, ბავშვები, რომელიც თაობიდან თაობაში ანგელმანის (ე.წ. "მარიონეტის") სინდრომით იბადებიან. და სიყავრული, რომელიც ყველა პირობის, წინაღობის და ტრაგედიის მიუხედავად მაინც სიყვარულად რჩება.

რთულია ამ რომანზე საუბარი, რთულია მისი ყველა ნიუანსის, არასწორხაზოვანი თხრობის და მრავალფეროვნების გადმოცემა. ეს უნდა შეიგრძნოთ...
როცა სხვისი ტკივილი საკუთარივით გტკივა...


Monday, May 8, 2017

An unheard Jew of 1943

Men with the gun, unheard scream of death,
Silent whisper of genocide, high wall,mess,
Screams, cries, filth, hunger and blood,
Sharp teeth of camp, my legs in mud.

And still I see sun, still I can breath.
Light wind of hope, freedom I miss.
I wish I could stand free and tall,
I wish I could pray away from it all.

And silence still screams “Shnell” ”Shnell”
And torture and pain, disgusting smell.
And still I pray, all day and all night
I know that He hears, I know we can fight.

My soul is much clearer than their hands,
We stand much higher, me and my friends.
They have a power, all world under sword.
But there is no eternal power except Lord!

I have seen pain, I felt breath of war.
Holocaust camp,small cage, locked door.
I suffered hunger, cold, hits, felt damp walls.
But my heart is warm, I’ll pray for their pity souls.

Gas-chamber is much nearer than sun…
They push us, tell us : “Your life is done”
Ringing voice of Holocaust in our heads.
But we are the winners. Here battle ends. 2008