Friday, May 1, 2020

ქრისტიანოა და ვედური ტრადიცია (part I)


 ბიბლიაში, ტიმოთეს მეორე წერილში ნათქვამია: „ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.“ (3, 16 -17). ტრადიციული განმარტებით, ეს სტრიქონები ეხება მხოლოდ ძველ აღთქმას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქრისტიანები „აბსოლუტური ჭეშმარიტების“ ძიების პროცესში მიმართავდნენ სხვა რელიგიურ წიგნებს. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ყურანში , რომელიც ძველ აღთქმაზე გაცილებით გვიან დაიცერა, ხშირად მეორდება ბიბლიური მოტივები. მაგრამ შეუძლებელია მას რაიმე ზეგავლენა ჰქონოდა ქრისტიანობაზე, თუნდაც მხოლოდ ქრონოლოგიური ფაქტის გამო.

ქრისტიანობის აყვავების დროს ძველ აღმოსავლეთში ნელ-ნელა ქრებოდნენ და იძინებდნენ დიდი სიმდიდრეს მქონე  სიბრძნის კერები. რთულია ახლა იმის განსაზღვრა, თუ როგორ გადმოვიდა აღმოსავლური მოტივები ბიბლიაში, იყო ეს გეოგრაფიულ-კულტურული ფაქტორი თუ საქმე გვაქვს ტრანსპერსონალურ უნივერსალურ არქეტიპებთან, რომლებიც თავს იჩენენ ყველა რელიგიასა და კულტურაში. ორივე შემთხვევაში, ქრისტიანობის დახვეწასთან და სახლემწიფოებრივ ინტერესებთან მიახლოვებასთან ერთად ქრისტიანული რელიგიის, როგორც დომინანტური, პირველადი და უნიკალური რელიგიის პოზიციონერება დაიწყო.

რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, რელიგიების ისტორიის ზედაპირული ცოდნის გამო, ჩვენ ვთვლით, რომ ქრისტიანობა და იუდაიზმი პირველი მონოთეისტური რელიგიებია. მაგრამ მათ წინამორბედი გააჩნიათ - ძველი ინდოეთის ვედური ტრადიცია, სადაც უძველესი მონოთეისტური რელიგია - ვაიშნავიზმი (ვიშნას, კრიშნას, ღმერთის თაყვანისცემა) - არსებობდა. მისი პირველადი სახლი სანტან დჰარმა, ანუ “სულის მარადიული დანიშნულება” იყო. წმინდა წიგნები, რომლებშიც ახსნილია ეს პოსტულატები, კულტურა, არის ვედური ტრადიცია. ეს კულტურა არსებობდა სანამ გაჩნდებოდა იუდო-ქრისტიანული ტრადიცია. ამ რელიგიას ახასიათებს წარმოდგენა ერთიან ყოვლედშემძლე ღმერთზე, რომელიც თვადაპირველად  კვალად გასდევდა ვედურ კულტურას, მაგრამ ბუდისტური იდეების განვითარებასთან ერთად ( V საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ვედური კონცეფციის რეალური გაგება იკარგება. ამის შედეგად ჩნდება მრავალფეროვანი ნარევი, რომელსაც დღეს “ინდუიზმს” ეძახიან, რომლის თანამიმდევრებს ახასიათებს რამოდენიმე ღმერთის თაყვანისცემა და მისწრაფება ზე-არსში ჩაღრმავებისა. ვედური ტრადიცია ბევრად ადრე არსებობდა და ატარებდა ერთიანი ღმერთის თაყვანისცემის და სიყვარულის იდეას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაიშნავიზმის თანმიმდევრები აღიარებენ ერთიან ღმერთს, ძალიან ახლოსაა ამ კონცეფციასთან იესოს მცნება “შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.” ვედური ტრადიციის თანმიმდევრები თვლიან, რომ ამ მცნებაში გამოხატულია ბხაკტი-იოგას არსი. მაგრამ, მათი აზრით ვედები უფრო ბევრ ინფორმაციას იძლევიან ამ მცნების სწრორად შესრულებისა. “უნდა შეიცნო ღმერთი, რომ შეიყვარო ის.” ბიბლიური ჭეშმარიტება მოცემულია უმეტესად იგავების სახით. იესომ მკვეთრად განსაზღვრა საზღვრები : “მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.” კრიშნა ბხაგავად-გიტაში (7.2) ამბობს : “ახლა მე შენ გაუწყებ მთელი სისრულით ხილულ სამყაროზე, ასევე, როგორც უხილავზე. იმისათვის, ვინც მიიღებს ამ ცოდნას, არაფერი იქნება დამალული ”. აქ უკვე გაილვა მიზეზები , რის გამოც ვედური ტრადიცია დარჩა უცნობი და ჩაკეტილი სამყაროსთვის და არ მოიპოვა ფართო გავრცელება. თვით ქრისტე არის რელიგიის არსი. ქრისტეში გაერთიანებულია ადამიანის ყველა მისწრაფება. კრიშნას თუ შევხედავთ, ის სულ სხვა პოლუსშია – ის ექსტაზში ცხოვრობს, არ არსებობს არავითარი აგონია, ტანჯვა ქრება. შეიძლება მისი შეყვარება, მასთან ერთად ცეკვა, მაგრამ ის ექსტაზშია, ადამიანები კი იტანჯებიან – არ არსებობს არავითარი ხიდი მათ შორის.

 ბუდა უფრო შორს მიდის. ის არც ექსტაზშია, არც იტანჯება. ის აბსოლუტურ სიმშვიდეში და მდუმარებაშია. ის იმდენად შორსაა, რომ საერთოდ რთულია დაიჯერო, რომ არსებობს.
 იესო არის ყველა მოლოდინის კულმინაცია. ის იტანჯება ისევე, როგორ ყველა შობილი ადამიანი – ის ჯვარზე იტანჯება. ამაშია ქრისტეს საოცრება – არსებობს ხიდი. ადამიანს შეუძლია ნელ-ნელა მივიდეს ქრისტესთან და მას შეუძლია მიიყვანოს ადამიანი იმ საზგვრამდე, სადაც სამყარო ქრება და ჩნდება ღმერთი. ამიტომ ნათქვამია, რომ იესოს მოწაფეებმა მიიღეს უფრო დიდი ცოდნა . და თუ კრიშნას ღმერთის შეცნობის ზუსტი მეთოდი აქვს, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, არაფერი საერტო გააჩნია ადამიანის ბუნებასთან, იესო ამბობს : “უკუეთუ  ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?”

  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური განსხვავება ქრისტიანობასა და ვედურ რელიგიებს შორის რეინკარნაციის ცონცეფციაა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. ადრექრისტიანული აპოლოგეტები აღიარებდნენ რეინკარნაციას, მაგრამ მოგვიანებით ეს კონცეფცია უკვე პოლიტიზირებული ეკლესიისთვის "არასასარგებლო" აღმოჩნდა.  ადრეულ ეკლესიას აშკარად ეტყობოდა პლატონისტური იდეების გავლენა და რეინკარნაციის იდეამ საფუძველი მოიპოვა, მაგრამ ეს კონცეფცია უარყვეს დაახლოებით მეხუთე მსოფლიო კრებაზე, ანუ VI საუკუნეში.

თომა აკვინელი “თეოლოგიის ჯამში” წერს, რომ გარდაცვალების შემდეგ ყოველი სული, ამ სამყაროს დატოვებისას ხდება გარკვეულ “ადგილას”. ის ამბობს, რომ ყოველ ცოცხალ არსებას ახასიათებს “ჩაღრმავება” (გრავიტას) და “ამაღლება”(ლევიტას), მაგრამ უცნობია თუ რას გულისხმობდა ის.

 პეტრეს მეორე წერილში, სიკვდილზე საუბრისას ის იყენებს სიტყვას exitus (გასასვლელი). იგულისხმება, რომ არსებობს რაღაც, რაც სიკვდილის მომენტში ტოვებს სხეულს, “გამოდის”. ვედები ამის თაობაზე ამბობენ, რომ სული არ კვდება, უბრალოდ ამთავრებს ერთ ციკლს და მეორეს იწყებს. 

 იდევ ერთი განსხვავებაა ღმერთის შეცნობის კონცეფციშია. ქრისტიანულ ტრადიციაში ადამიანი მუდმივად უნდა ლოცულობდეს, ასე გვასწავლის ბიბლია: “გამუდმებით ილოცეთ.” ( 1 თეს. 5, 17 ). ამ დროს ადამიანმს უნდა ახსოვდეს, რომ “არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.” ვედური ტექსტებიც ასწავლიან კრიშნასადმი თაყვანისცემას ლოცვისა და მანტრების საშუალებით. იქ ნათქვამია, რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს და ჩაწვდეს კრიშნას ანუ ღმერთის არსს. მაგრამ ჩაწვდომა ძალიან რთულია. ბევრ ადამიანს ერთგვარი “ამნეზია” სჭირს, მას ავიწყდება რომ ის მუდმივ კავშირშია ღმერთთან. მაგრამ ადამიანმა ასე ცოტა რამ იცის ღმერთის შესახებ. სად არის ის? როგორ გამოიყურება? შეუძლია მას გამოცხადება მხოლოდ ერთ ფორმაში თუ რამოდენიმეში? და საერთოდ თუ აქვს რაიმე ფორმა? ვედურ ტექსტებში მოცემულია ზუსტი ინფორმაცია ღმერთის შესახებ, რომელც უფრო ფერად ზღაპარს ან მითს ჰგავს. ქრისტიანული ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ასეთი ცოდნა სინამდვილეში მიუღწეველია ადამიანისთვის. ღმერთის ბუნება უსაზღვროა და ამიტომაც მიუწვდომელია ადამიანისთვის. ის აბსტრაქციად რჩება და მისი პირველადი სახელიც კი უცნობია, იმის მიუხედავად, რომ მისი ბევრი პირობითი სახელი ვიცით.

 და მაინც, ვედების ზღაპრულობის მიუხედავად, მიუხედავად ტრადიციებისა, რომელიც დაშორებულია გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორებით, ზოგიერთი პარალელი ტექსტებს შორის უბრალოდ საოცარია. უცნაურია, მაგრამ შეიძლება ვიპოვოთ კავშირი ბიბლიისა და ვედურ ტექსტებ შორის. ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამია (თუნდაც სიმბოლურად), რომ ის ატარებს “მუზარადს”: “და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ..” ( ესაია, 59, 17). “შრიმად - ბჰაგავატანში” (6.4.39) მოცემულია კრიშნას აღწერა, სადაც ის ატარებს მაჰა-კირიტას, ანუ უზარმაზარ მუზარადს.
 ნათქვამია, რომ ღმერთის ხმა ქუხილს ჰგავს : “ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს. ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა. კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი. იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ.” ( იობი, 37, 2-5); ასევე ვიშნუს ხმა ჰგავს ქუხილს ( შრიმად – ბჰაგავატამ, 4. 30. 7)
 ღმერთზე ნათქვამია, რომ მას აქვს კვერთხი :“განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი” ( ფსალმ. 88, 33) და “ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.” ( ფსალმ. 22, 4). ვიშნუს, გააჩნია რომელ ექსპანსიაში წარდგება, უჭირავს კვერთხი ( შ.ბ. 4. 30. 37).
 ღმერთი აგზავნის ცეცხლს, რომელიც მის მტრებს წვავს: “ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი” ( ფსალმ. 96, 3). “არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.” ( მეორე რჯული, 9. 3); ვიშნუს ჩაკრას აქვს ისეთივე ძალა, როგორც ცეცხლს ( შ. ბ. 6. 8. 23). შესაძლეწბელია ეს მსგავსებები გაჩნდა ჯერ კიდევ იმ დროში, როდესაც ყველა აღიარებდა ერთიან ღმერთს.